2022 წლის მთავარი პუბლიკაციები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი გისურვებთ ჯანმრთელობას და ძალას, გააცილოთ რთული 2022 წელი. იმედი გვაქვს, რომ ახალი 2023 წელი იქნება უფრო მშვიდობიანი, დემოკრატიული და მწვანე. დასვენების დღეებში საკითხავად გიზიარებთ 2022 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან პუბლიკაციებს.

ვიდეო /ფილმი

ცხოვრება მანგანუმის ქალაქში

ცხოვრება მანგანუმის ქალაქში | Living in the city of manganese - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

კლიმაქსი - ქალების ცვლალებადი სტატუსი

Menopause – The Changing Status of Women in Different Cultures - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

პოდკასტები

ქუთაისის აეროპორტი: მიგრაციის ინფრასტრუქტურა და მშრომელების სევდა საკუთარი ადგილის ძიებაში

პანკისიდან დანახული უნდობლობის მზერა

ყველა პოდკასტი
Rioni Valley haindpainted illustration

რიონის ხეობის ბრძოლა პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ველში

ლელა რეხვიაშვილის ეს ნაშრომი ჩემთვის, როგორც არა ამ ბრძოლაში ასევე ჩართული ადამიანისთვის, არამედ, ამ შემთხვევაში, როგორც კონკრეტული წიგნის რედაქტორისთვის თავდაუზოგავი ბრძოლისა და თეორიული (თვით)კრიტიკულობის იშვიათი მაგალითია თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოს აქტივისტური თუ აკადემიური წრეებისთვის.
საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია

საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია

კვლევა WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით განახორციელა. მისი მიზანი ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევა შეეხებოდა იმასაც, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას.
The cover of the publication is a collage work based on archival photos of women in medicine

ქალები მედიცინაში

"ქალები მედიცინაში“ – ასე ეწოდება კვლევას, რომლის მიზანი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“) დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა იყო, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება. აღნიშნული პერიოდის ქართული პრესა მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა. იმდროის ჟურნალ-გაზეთებში შემონახულია უხვი და მრავალფეროვანი მასალა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.