რუსული რბილი ძალა საქართველოში: შედეგები, შეზღუდვები და სამომავლო საფრთხეები ვებ-დოსიე ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ბევრის აზრით, ამ ცვლილებას შეეძლო, ქვეყანა დასავლური კურსიდან გადაეხვია და რუსული გავლენისაგან დაუცველი გაეხადა. ეს ხუთი წელიწადი მთელს მსოფლიოში, მათ შორის - სამხრეთ კავკასიაშიც, რუსული ,,რბილი ძალის“ მომძლავრებით აღინიშნა; თუმცა, ადგილობრივად ამ რბილ ძალას შეზღუდული ძალა აქვს და გამოკვეთილი გავლენის მიღწევას ვერ ახერხებს. ავტორი გიორგი კანაშვილი
დოსიე: სად არის წონასწორობის წერტილი ყარაბაღში? მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებულად ფასობს. ამის მიუხედავად, სისხლიანი კონფლიქტებისა და დროში ღრმად ფესვგადგმული ტერიტორიული კონფლიქტების გამო, ასე სასურველი მშვიდობა რეგიონში ძნელი მისაღწევია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ახლო მომავალში მოგვარების პირი არ უჩანს და არც კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებში შეინიშნება პოლიტიკური დისკუსიების მეშვეობით მისი ტრანსფორმირების მცდელობა.
ვებ-დოსიე: საქართველოს ევროატლანტიკური ვექტორი ნატოს სამიტის მოლოდინში საქართველოს პოლიტიკური გეზი ზოგადად ევროპისკენ, და კონკრეტულად - ნატოსა და ევროკავშირისკენ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ოქტრომბრის არჩევნებში. ვარშავის ნატოს სამიტის მოლოდინში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გთავაზობთ მორიგ ვებ-დოსიეს, სადაც განიხილება ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მცირე ქვეყნების სუვერენული უფლებები უსაფრთხოების კონტექსტში.
საქართველოს ნეიტრალობის შეუძლებლობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატება უდიდესი წვლილი იქნებოდა მცირე ქვეყნების სუვერენიტეტის უფლებების დაცვის საქმეშიც და ევროპული უსაფრთხოების წესრიგის აღდგენაში. ავტორი მამუკა წერეთელი
ვებ-დოსიე: ისლამური სახელმწიფო ერთი შეხედვით: ისლამი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს ვანდალიზმმა და შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხედრო ძალის მხეცურმა, არაადამიანურმა გამოყენებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება თუ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ისლამისტ აჯანყებულთა თავაწყვეტილი სისასტიკის წინაშე გაჩენილი დაუცველობის შეგრძნებაზე არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში საუბრობენ, არამედ მთელ მსოფლიოში, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ჩინეთით დამთავრებული.
ლგბტ ვებ-დოსიე 2012 წელი განსაკუთრებული წელი იყო ლგბტ თემისთვის და ლგბტ მოძრაობის განსაჯაროებისთვის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.