კოოპერაციული პროექტები

სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები

(მიმდინარე პროექტი) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC- , ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც  მიზნად ისახავს კვლევის და ახალი ცოდნის დაგროვების გზით ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებით და გადამამუშავებელ საქმიანობასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ასპექტების შესწავლას.

ენერგეტიკული სიღარიბე - გზამკვლევი საჯარო დისკურსისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის

(დასრულებული პროექტი) 2018 წელს ორგანიზაციამ “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი "ენერგეტიკული სიღარიბე - გზამკვლევი საჯარო დისკურსისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის".

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების პროექტი (2018-2020)

(მიმდეინარე პროექტი) 2018-2020 წწ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) თანამშრომლობის მიზანია სოვლაბის ინსტიტუციური გაძლიერება და საბჭოთა პერიოდის კრიტიკულ გააზრებაზე მიმართული საგანმანათლებლო და კვლევითი რესურსების მდგრადი განვითარება.

სამხრეთ კავკასიის ამბები (2018-2019)

(მიმდინარე პროექტი) პროექტი „სამხრეთ კავკასიის ამბები“ მიზნად ისახავს ქართულენოვანი აუდიტორიისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ამბების, ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების და ფოტორეპორტაჟების გამოქვეყნების გზით.

სოციალური პროტესტი 2010-2016 წლების საქართველოში: გამოცდილება და პერსპექტივები (2017)

(დასრულებული პროექტი) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC-ის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ურბანული განვითარების გარემოსდაცვით, კულტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მოძრაობების შესწავლის საშუალებით მდგრად განვითარებაში სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერას.

თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით (2017)

(დასრულებული პროექტი) 2017 წელს საქართველოს არქიტექტორთა ინსტიტუტმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან ერთად განახორციელა პროექტი "თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით".

ევროპის "ენერგეტიკული გაერთიანება" და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში (2017)

(დასრულებული პროექტი) 2017 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტით, ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ფართო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ისახავდა მიზნად.

შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში (2016)

(დასრულებული პროექტი) 2016 წელს ორგანიზაციამ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში.

სამართლებრივი ადვოკატირება ურბანული გარემოს დასაცავად (2016-2017)

(მიმდინარე პროექტი) 2016/17 წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივა საჯარო სივრცისთვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს სამართლებრივი ადვოკატირება ურბანული გარემოს დასაცავად.

მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის (2016)

(დასრულებული პროექტი) 2016 წელს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა - კავკასიური სახლი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ევროპის მწვანე პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი საკითხების გააზრების ხელშეწყობა საქართველოში.

“საბჭოთა ტრავმა” ქალთა მეხსიერებაში სოფლად (2016-2017)

(მიმდინარე პროექტი) ქალთა საკითხებზე მომუშავე ფონდი ტასო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს საბჭოთა ტრავმაქალთა მეხსიერებაში სოფლად.

დავიწყებული ისტორია - მეხსიერება დაუმორჩილებლობასა და კოლაბორაციას შორის (2016)

(დასრულებული პროექტი) 2016 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი დავიწყებული ისტორია - მეხსიერება დაუმორჩილებლობასა და კოლაბორაციას შორის.

ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად (2015)

(დასრულებული პროექტი) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ასოციაცია მწვანე ალტერნატივასთან თანამშრომლობით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დაფინანსებით 2015 წელს განახორციელა პროექტი "ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად".

სტალინისტური ისტორიის გააზრება ტიმოთი სნაიდერის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ გამოცემის საშუალებით (2014)

(დასრულებული პროექტი) პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნის-ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა, მიზნად ისახავდა ტიმოთი სნაიდერის ნაშრომის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ ქართულ ენაზე გამოცემას. აღნიშნული წიგნი, რომელსაც 2013 წელს ჰანა არენდტის პრიზი მიენიჭა, ზედმიწევნით აღწერს იმ საშინელებებს, რაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა რუსეთმა ერთმანეთს შორის ტერიტორიებზე, რაც დღევანდელი ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსი, პოლონეთი და რუსეთის ნაწილია, დაატრიალეს.

სამხრეთ კავკასიის ამბები (2014-2016)

(დასრულებული პროექტი) პროექტი სამხრეთ კავკასიის ამბები წარმოადგენს netgazeti.ge-სთან თანამშრომლობას და მისი მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ქართულენოვანი აუდიტორიის ინფორმირება netgazeti.ge-ს და გაზეთ “ბათუმლების” მეშვეობით.

პარტნიორები