პროექტები და ღონისძიებები დემოკრატიაზე

პროექტები და ღონისძიებები

რებეკა ჰარმსის ვიზიტი საქართველოში

2017 წლის 12-16 ივლისს რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტის წევრი, ეწვია საქართველოს. მან მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში "საქართველოს ევროპუი გზა" ბათუმში, და აგრეთვე გამართა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ბათუმსა და თბილისში.

სოციალური პროტესტი 2010-2016 წლების საქართველოში: გამოცდილება და პერსპექტივები (2017)

(დასრულებული პროექტი) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC-ის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ურბანული განვითარების გარემოსდაცვით, კულტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მოძრაობების შესწავლის საშუალებით მდგრად განვითარებაში სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერას.

სამოქალაქო ქარტია

ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები უფრო და უფრო ხშირად ირღვევა მსოფლიოში. ასევე იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ხალხი და მათი ორგანიზაციები აწყდებიან მკაცრ შეზღუდვებს და წართმეული აქვთ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ თავიანთი საზოგადოებების ჩამოყალიბებაში. ხშირია აქტივისტების დევნა, დაშინება, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, დაპატიმრება, წამება და მკვლელობა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის ნაწილი აირჩია. 8 ოქტომბრის კენჭისყრა ჩვენი ქვეყნისათვის პირველი საპარლამენტო არჩევნები გახლდათ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ.

ავტორი ლევან ლორთქიფანიძე

დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში (2014)

(დასრულებული პროექტი) 2014 წლის თებერვალში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა (ერევანი, სომხეთი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში.

სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 10 წელი რეგიონში

2013 წლის ივნისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მუშაობის 10 წლის იუბილე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს წარმომადგენელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიური სფეროს მოღვაწეებთან ერთად 5-6 ივნისს ორდღიანი კონფერენცია გამართა.

ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქება ქართულ პრესაში

2011 წლის 21 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში ქართულ პრესაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქების მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.