ყველა პუბლიკაცია "გენდერული დემოკრატია"

გენდერული დემოკრატია

ფემინისტი დედის დღიურები

„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის, გადააზრების მცდელობაა და მკითხველს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას სთავაზობს.

ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ

კრებულში "ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ" შესულია ედრიენ რიჩის, ჩანდრა ტალპად მოჰანტის, ნადინ ტაუბის, ელიზაბეთ შნაიდერის, სიუზენ მოლერ ოკინის, უმა ნარაიანისა და სინთია ენლოუს ფუძემდებლური ფემინისტური სტატიების თარგმანები.

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი

წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას სახელწოდებით "ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" ამ სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. მეორე კრებულისთვის შედარებით უფრო აკადემიური ფორმატის სტატიები შეირჩა. ამავე დროს, ვეცადეთ, რომ ეს ტექსტები მხოლოდ გენდერის მკვლევრებისთვის არ ყოფილიყო გასაგები და საინტერესო.

ფემინიზმის თავგადასავალი. სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე

ეს პუბლიკაცია ნენსი ფრეიზერის ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს. ამ ესეებში საკმაოდ საკამათო, გარკვეულწილად – სარისკო, მაგრამ უაღრესად საინტერესო თეორიული ნააზრევია წარმოდგენილი: ფრეიზერი აანალიზებს ფემინისტური მოძრაობის განვითარებას, წარმოაჩენს მის ისტორიულ მნიშვნელობას და მწვავედ აკრიტიკებს მიღწეულ შედეგებს.

ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია

საჯარო სივრცე გენდერულად მიკერძოებულია – ეს ფრაზა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვიკითხავთ, –  ვინ ჩანს ყველაზე მეტად საჯარო სივრცეში, ვის ინტერესებსა თუ კომფორტზეა ის მორგებული, პასუხების ძიებისას აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სივრცე დღემდე რჩება სათანადო რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამაკაცების კუთვნილებად. ქალებმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს საჯარო სივრცის ფიზიკურად დაკავების უფლება, თუმცა, ქართულ კონტექსტში ეს უკანასკნელი დღემდე არაა გენდერულად მგრძნობიარე და ქალების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე მორგებული.

წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე

პუბლიკაცია “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ” წარმოადგენს კვლევის ანგარიშს და მომზადებულია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში”.

ლგბტი პირთა უფლებები საქართველოში

პუბლიკაციის მიზანია  ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო პოლიტიკის ყოვლისმომცველი აღწერა და დოკუმენტირება. დოკუმენტი მიმოიხილავს ლგბტი პირთა მდგომარეობას თითოეულ უფლებასთან მიმართებით, გამოყოფს საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და უფლებრივ დონეზე არსებულ სისტემურ ხარვეზებს და შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს რელევანტური სახელმწიფო უწყებებისადმი.

ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა - ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

კრებული "ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა" შედგენილია ჰბფ-ის მიერ ბერლინში ჩატარებული საერთაშორისო გენდერული კონფერენციის მასალების მიხედვით. ეს მასალები განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რადგან აქ თავმოყრილი სტატიები მკითხველს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებაც გაუფართოებს თვალსაწიერს.

გენდერის წახნაგები

წინამდებარე კრებული წარმოადგენს ჰბფ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „გამადიდებელი შუშით დანახული გენდერის წახნაგები“ ერთგვარ მცირე შეჯამებას.

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?

„ფემინისტი არ ვარ, მაგრამ...” – ეს ის ფრაზაა, რომელიც ძალიან ხშირად წინ უსწრებს წმინდა წყლის ფემინისტურ აზრს ან არგუმენტს. დასანანია, რომ მას ხშირად დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალები იშველიებენ. სწორედ ამიტომ, სრულიად ლოგიკურად დაისმის კითხვა – ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში და რატომ?

როგორ დავძლიოთ სიძულვილის ენა?

pdf

გამოცემა მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ ფარგლებში.

კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები

2013 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ გამოაქვეყნა წიგნი "კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები". ავტორმა თავის პუბლიკაციაში თავი მოუყარა კატო მიქელაძის მრავალმხრივ და მრავალფეროვან შემოქმედებას, რაც საშუალებას გვაძლევს ფემინისტური პერსპექტივიდან შევხედოთ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტს.

გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება საქართველოში. საკონფერენციო მასალები

pdf

წინამდებარე კრებული წარმოადგენს კონფერენციის მასალებს, რომელიც 2009 წლის ნოემბერში ქ. თბილისში შედგა და გენდერული თანასწორობის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო ინიციატივა თანაბარი მონაწილეობისათვის“ ფარგლებში.

სამოქალაქო ინიციატივა თანაბარი მონაწილეობისთვის

PDF

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს საქართველოშ ევროკავშირის დელეგაციის მიერ დაფინანსებული პროექტის "საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბება და მარგინალური ჯგუფების თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების ხელშეწყობის გზით" ფინალურ პუბლიკაციას.

გენდერი და დემოკრატიზაცია: საქართველო 1991-2006

რა როლი შეასრულეს ქალებმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში? რომელი ფორმალური და სამართლებრივი ჩარჩოები არსებობს გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში; როგორ და ვის მიერ იქნა ისინი პრაქტიკაში რეალიზებული? რა როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მშენებლობისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის?

Гендер для "чайников"

PDF

Действительно ли так ясно и неопровержимо определяются отличия между мужчиной и женщиной, как это кажется на первый взгляд? Как формируются гендерные порядки и от чего они зависят? Насколько существенны общие представления о "женственности" и "мужественности"? Полезны ли они или мешают в личной жизни и работе?..