მოდერნულობის იერარქიები და კურნების გზები გამოქვეყნებული: 7 ივლისი 2025 სტატია ეხება ინსტიტუციურ და ხალხურ მედიცინას შორის იერარქიებს და მათ მოდერნულობასთან მიმართებას. ავტორი ცდილობს დაინახოს, როგორ იცვლება ეს იერარქიები საველე კვლევის მონაცემების საფუძველზე, რომელიც თმის დაკარგვის გამოცდილებებს და მის უკან დასაბრუნებელ სამკურნალო გზებს ეხება. ქეთევან ლაფაჩი
გენდერული მობილობა – ტრაექტორიები და ადგილები მიგრანტთა სოფელში გამოქვეყნებული: 22 მაისი 2025 სტატიაში, რომელიც სადისერტაციო ნაშრომისთვის, სომხეთის ერთ-ერთ სოფელში ჩატარებული საველე კვლევის პირველად მონაცემებს ეფუძნება, თამთა თათარაშვილი აღწერს მიგრირებისა და ადგილზე დარჩენის, მოძრაობისა და უძრაობის გენდერულ გამოცდილებებსა და განზომილებებს. თამთა თათარაშვილი
ავტორიტარული კონსოლიდაციის (გეო)პოლიტიკური ეკონომიკა საქართველოში: უცხოური გავლენის კანონის განზომილებები გამოქვეყნებული: 5 ივლისი 2024 სტატიაში განხილულია „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად. ავტორი საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებას ეკონომიკური განვითარების მოდელის კონტექსტში განიხილავს. ია ერაძე
აეროპორტი, უთანასწორო განვითარება და ბორტგამცილებლების შრომა ქუთაისში გამოქვეყნებული: 22 ნოემბერი 2023 სტატია ეხება კაპიტალისტური განვითარების თავისებურებას საქართველოს სიდიდით მეოთხე ქალაქში – ქუთაისში და გვთავაზობს ავტორის დაკვირვებებს ქალაქის უთანასწორო განვითარებაზე, შრომით მიგრაციასა და ტურიზმზე. დათო ლაღიძე
მოქალაქეობისა და სახელმწიფოების მიჯნაზე: ჩეჩნეთიდან ლტოლვილები პანკისში გამოქვეყნებული: 4 ოქტომბერი 2023 სტატია მოკლედ მიმოიხილავს 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოში ჩამოსული ჩეჩენი და ქისტი ლტოლვილების ისტორიას, გამოცდილებას და ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მიმართ პოლიტიკას 2000-იანი წლებიდან დღემდე. მარიამ შალვაშვილი
გვაქვს უფლება ქალაქზე? გამოქვეყნებული: 31 აგვისტო 2023 სტატიაში ავტორი, თბილისის მაგალითზე დაყრდნობით, აანალიზებს ურბანული პოლიტიკის ძირითად გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ, ურბანული მოძრაობების მონაწილეთა, იდეების, პროტესტის ფორმების ცვლილებებს. ანანო ცინცაბაძე
თვითმმართველობა – ცვლილებების იმიტაცია მიზნის გარეშე? გამოქვეყნებული: 16 მაისი 2023 სტატიაში განხილულია საქართველოში თვითმმართველობის დღევანდელი მდგომარეობა – სფერო, რომელსაც შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა თანამედროვე ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგის ფორმირების პროცესში. დოქტ. დავით ლოსაბერიძე
დემოკრატიის ხერხემალი: რობინ ვაგენერი სამხრეთ კავკასიის სამოქალაქო საზოგადოებებზე გამოქვეყნებული: 20 აპრილი 2023 სამხრეთ კავკასიაში სამოქალაქო საზოგადოებათა მდგომარეობის შესახებ ვესაუბრეთ რობინ ვაგენერს, გერმანიის ბუნდესტაგის წევრსა და ახლა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორს სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში. დოქტ. სონია შიფერსი
რიონის ხეობის პროტესტი და „მოქალაქეობის“ გარდაქმნის პოტენციალი (ლიტერატურის მიმოხილვა) გამოქვეყნებული: 7 დეკემბერი 2022 სტატია შეეხება რიონის ხეობის პროტესტის კონტექსტში ახალი პოლიტიკური მოქალაქეობის დაბადების და თვითშექმნის პოტენციალებს. ლიკა ჯალაღანია
საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია - კვლევის რეცენზია გამოქვეყნებული: 27 სექტემბერი 2022 მოცემული რეცენზია კვლევის შედეგებს მიმოიხილავს და მას ეროვნული იდენტობის ფორმირების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობის თუ თაობათა ცვლილების მრავალმხრივ პროცესებს უკავშირებს. თამარ ქებურია
დამოუკიდებელი ინსტიტუტები საფრთხის ქვეშ: დემოკრატიის მუდმივი გამოწვევა საქართველოში გამოქვეყნებული: 24 ივნისი 2022 ამ სტატიაში განხილულია ბოლო დროის საკვანძო მოვლენები, რამაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხისა და ინსტიტუციური გარემოს გაუარესება გამოიწვია. სოფო ვერძეული
ტოლერანტობის ოპტიკური ილუზია და გულგრილობის პოლიტიკა გამოქვეყნებული: 5 ნოემბერი 2021 როგორ პასუხობს სახელმწიფო დამოუკიდებლობიდან ოცდათი წლის შემდეგ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ-კულტურულ ტრანსფორმაციას. სოფო ზვიადაძე
საქართველო საზოგადოებრივი ხელშეკრულებების პრიზმაში გამოქვეყნებული: 7 ოქტომბერი 2021 ამ წერილის მიზანია, პოსტსაბჭოთა საქართველოს ოთხი ფორმალური და არაფორმალური მმართველობა, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის, განიხილოს ვერტიკალური საზოგადოებრივი ხელშეკრულების პრიზმაში. ზაალ ანდრონიკაშვილი
სასამართლო რეფორმის ტალღები, რომლებიც ნაპირამდე ვერ აღწევს გამოქვეყნებული: 29 ივლისი 2021 ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მუდმივი რეფორმირების პროცესშია. თუმცა, დღემდე ვერ შევქმენით სასამართლო ინსტიტუტები, რომლებიც მედეგი იქნება შიდა და გარე გავლენების მიმართ, თავისუფალი იქნება შიდაკორპორაციული, ფინანსური თუ პარტიული ინტერესებისგან. გურამ იმნაძე
ეჭვებით შეპყრობილნი? უნდობლობა და შეთქმულების თეორიები აკადემიურ ლიტერატურაში გამოქვეყნებული: 16 ივლისი 2021 პროცესების ალტერნატიული ახსნა, რომელსაც ხშირად შეთქმულების (კონსპირაციულ) თეორიას უწოდებენ, უმეტესად ერთ ფაბულას იმეორებს – რაც ზედაპირზე ჩანს, ყველაფერი სიმართლე არ არის, არსებობს უხილავი ძალაუფლება და განზრახვები, რომელიც ფასადის უკან იმალება. მარიამ შალვაშვილი
თანამედროვე აეროპორტების ეთნოგრაფია გამოქვეყნებული: 29 ივნისი 2021 ქუთაისის აეროპორტში სტუმრობისას ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა – რატომ გადაწყდა ამ ადგილზე აეროპორტის აშენება, რატომ კოპიტნარში და არა სხვაგან? დათო ლაღიძე
სახელმწიფო, კაპიტალი და ახალი ანტაგონიზმი გამოქვეყნებული: 21 ივნისი 2021 დღეს, როცა „ნამახვანჰესის“ კრიზისი ქართული სახელმწიფოებრიობის ლუსტრაციის ყველაზე ნათელ კონტექსტად გვევლინება და, ამავდროულად, მისი ფორმის თუ შინაარსის კრიზისზეც მიგვანიშნებს. ია ერაძე
საქართველო: ესკალაციის სპირალის ტყვეობაში გამოქვეყნებული: 9 მარტი 2021 პანდემიით გაღატაკებული საზოგადოების საჭიროებები ნეოლიბერალურ პოლიტიკურ ელიტას არ აინტერესებს. შტეფან მაისტერი
რევოლუციიდან ომამდე: სომხეთის შიდაპოლიტიკური მოვლენები გამოქვეყნებული: 29 დეკემბერი 2020 მთავრობაში დიდმა ცვლილებებმა შეიძლება დროებით ვითარება დაამშვიდოს, თუმცა ეს მხოლოდ პრობლემის დროებითი გადაჭრა იქნება, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გზა ვერ შეძლებს არსებულ გამოწვევებზე პასუხს. გორ მადოიანი
მიმოხილვა აზერბაიჯანზე: კორონავირუსიდან მთიანი ყარაბაღის ახალ ომამდე გამოქვეყნებული: 21 დეკემბერი 2020 ომის შემდგომ აზერბაიჯანში, კონტრ-ჰეგემონიურ დისკურსს რომელიც დაფუძნებული იქნება ევროპულ ინტეგრაციაზე, ვერ განვიხილავთ იმედისმომცემ სახალხო მობილიზების სტრატეგიად. ბაჰრუზ სამადოვი