გარემოს დაცვა და ენერგეტიკა - სტატიები

Energy with flags

ცვლილების მანდატით: შეძლებს თუ არა საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს ეფექტურ თავმჯდომარეობას?

გამოქვეყნებული: 1 მაისი 2025
მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურული თვითმყოფადობისთვის თამადობა – ტრადიციული  ცერემონიების გაძღოლა – სიახლე არ არის, ენერგეტიკული გარდაქმნის გზაზე მდგარ საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მეთაურობა პირველად მოუწევს. მაგრამ რას ნიშნავს ეს პრეზიდენტობა რეალურად? მხოლოდ ცერემონიული როლია თუ საქართველოსთვის რეალური გავლენის მიმნიჭებელი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის გზაზე?
ცხოვრება ოქროს საბადოსთან

ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე

გამოქვეყნებული: 26 თებერვალი 2019
გაუარესებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ბავშვებისაც. სოფელში გაზრდილია სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადებების რიცხვი. კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ სამედიცინო დაზღვევა და თავიანთი ხელფასით მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა; ხოლო დაუსაქმებელი ოჯახები ამ მხრივ ორმაგად იჩაგრებიან – არც სამედიცინო სერვისებთან აქვთ წვდომა და არც შემოსავალი, რომ წამლების შეძენა მაინც შეძლონ.