ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები 2019 წლის 1 მარტს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე "ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვით ასპექტები".
ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე გაუარესებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ბავშვებისაც. სოფელში გაზრდილია სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადებების რიცხვი. კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ სამედიცინო დაზღვევა და თავიანთი ხელფასით მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა; ხოლო დაუსაქმებელი ოჯახები ამ მხრივ ორმაგად იჩაგრებიან – არც სამედიცინო სერვისებთან აქვთ წვდომა და არც შემოსავალი, რომ წამლების შეძენა მაინც შეძლონ. ავტორი მარიამ დევიძე
ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში პუბლიკაცია მომზადებულია ორგანიზაცია "მსოფლიო გამოცდილება საქართველოს" (WEG) მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი -სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით.
ენერგეტიკული გაერთიანების საზაფხულო სკოლა 2017 მონაწილის ანგარიში 2017 წლის ზაფხულში, ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილებს საქართველოსთვის" მკვლევარმა - გიორგი მუხიგულიშვილმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით ენერგეტიკული გაერთიანების საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა. გთავაზობთ მის ანგარიშს საზაფხულო სკოლისა და ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
Green Fest - მწვანე პოლიტიკური ფესტივალი (2016-2017) (დასრულებული პროექტი) 2016 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიერ ორგანიზებული პროექტის - მწვანე პოლიტიკური ფესტივალის მხარდამჭერია.
ევროპის "ენერგეტიკული გაერთიანება" და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში (2017) (დასრულებული პროექტი) 2017 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტით, ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ფართო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ისახავდა მიზნად.
გერჰარდ შიკის ვიზიტი საქართველოში 2016 წლის დეკემბერში საქართველოში ბუნდესტაგის წევრი (კავშირი 90/მწვანეები) გერჰარდ შიკი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო პუბლიკაციის „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“ პრეზენტაციაში, გამართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ნეოლიბერალური პოლიტიკის გავლენა შრომით უფლებებზე საქართველოში საქართველოში დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური გარანტიებით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ მძიმე გამოწვევაა. პრობლემების წყარო სახელმწიფოს განზე დგომის პოლიტიკაა, რაც, ერთი მხრივ, ქვეყნის მიერ ისტორიული ფორმაციების ცვლის შედეგია, მეორე მხრივ კი, ყოველი მომდევნო ხელისუფლების მიერ იმის გაცნობიერების, რომ უზრუნველყოფილი შრომის პირობები ქმნის ადამიანისათვის თავისუფალი სააზროვნო და სამოქმედო სივრცის გაჩენის საშუალებას. ავტორი ანანო ცინცაბაძე
მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი (2016) (დასრულებული პროექტი) 2016 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელ პროექტი 'მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი', რომლის მთავარ მიზანს არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება და ყურადღების ცენტრში მოქცევა, ფართო აუდიტორიის, განსაკუთრებით მუშების და აქტივისტების, ყურადღების მოპყრობა წარმოადგენდა.
შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში (2016) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს ორგანიზაციამ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში.